Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ კანდელაკი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტი აგრონომ-მექანიზატორის კვალიფიკაციით 1932 წელს. მუშაობდა სხვადასხვა აგროკლიმატოლოგიურ სადგურებში (სკრა, ჩაქვი, ბაკურიანი და სხვ.), საქართველოს ჰიდრომეტსამმართველოში აგრომეტეოროლოგიის განყოფილებაში; 1953 წლიდან მუშაობდა თბილისის ჰიდრომეტეოროლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე. შემდეგ საქართველოს მევენახეობის, მეღვინეობის, მებაღეობისა და მეხილეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. გამოქვეყნებული აქვს 30 სამეცნიერო ნაშრომი, რომლებშიც განხილულია საქართველოს აგროკლიმატური პირობები და აგროკლიმატური რესურსები; 1947 წელს მიიღო საავტორო მოწმობები გამოგონებაზე "ნიადაგის ამაორთქლებელი", 1975 წელს - "ვენახების სეტყვისაგან დასაცავი მოწყობილობა" და "მუდმივი ტენიანობის აორთქლების ჩამწერზე". ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე, სადაც კითხულობდა აგროკლიმატოლოგიისა და აგრომეტეოროლოგიის კურსს. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1970). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შიდა კახეთის ვენახების ნიადაგის ტენიანობის დინამიკა", დაიცვა 1950 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.140 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |