Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი კაპანაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჩხირაული, ჭიათურის რაიონი. დაამთავრა ქ. ახალციხის სახელმწიფო პედაგოგიური სასწავლებელი 1947 წელს; გორის ნ. ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი გეოგრაფიის სპეციალობით 1951 წელს. მუშაობა დაიწყო სოფელ ანის (ახალციხის რ-ნი) 8 წლიანი სკოლის გეოგრაფიის მასწავლებლად; 1951-1957წწ. იყო საქართველოს ალკკ ახალციხის რაიკომის პირველი მდივანი; 1957-1961წწ. ახალციხის რაიონული გაზეთ "წითელი დროშის" რედაქტორი; 1961-1962წწ. საქართველოს კპ ახალციხის რაიკომის მეორე მდივანი; 1962 წელს კვლავ იმავე გაზეთის რედაქტორი; 1970-1975წწ. ისევ რაიკომის მეორე მდივანი; 1975-1977წწ. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს ბუნების დაცვის სახელმწიფო კომიტეტის ახცალციხის ზონალური ინსპექციის უფროსი; 1977-1983წწ. საქართველოს მენიცერებათა აკადეიის სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის დირექტორი; 1983-1999წწ. ახალციხის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის დირექტორი; 1999 წლიდან თბილისის ბიზნესის სახელმწიფო ინსტიტუტის ახალციხის ფილიალის დირექტორი. გამოქვეყნებული აქვს 20 სამეცნიერო ნაშრომი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მესხეთ-ჯავახეთის სოფლის მეურნეობის გეოგრაფია", დაიცვა 1969 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.141
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |