Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნელი კანდელაკი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ფერწერის ფაკულტეტი 1958 წელს, (პედაგოგები – კ. სანაძე, ა. ქუთათელაძე, ვ. შუხაევი). თბილისის სამხატვრო აკადემიაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; 1979–2001წწ. იყო აკადემიის მოსამზადებელი კურსების დირექტორი; 1962 წლიდან სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა. ნამუშევრები: პორტრეტები – "ნიკოლოზ კანდელაკი" (1958), "ირაკლი აბაშიძე", "გიორგი ლეონიძე", "იოსებ გრიშაშვილი", "ლეო ქიაჩელი" (ყველა 1959), "ფრიდონ ხალვაში", "პარმენ ლორია" (ორივე 1960), "გენერალი აბრამიძე" (1965), "ერნესტ ჰემინგუეის სახლი კუბაზე" (1967), "გალაკტიონ ტაბიძე" (1971), "თამარ თეთრაძე" (1976), "ყირიმი" (1981) და სხვ. გამოფენები: "კუბა მხატვრის თვალით" (1968, თბილისი), "საქართველოს სსრ სახვითი ხელოვნება" (1987, მოსკოვი); პერსონალური – თბილისი (1977, 1996) და სხვა; მისი ნამუშევრები დაცულია ბათუმის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, საქართველოს ლიტერატურის მუზეუმში, კუბის, რუსეთის, საფრანგეთის, სომხეთისა და სხვა კერძო კოლექციებში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 512; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.302 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |