Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მუშნი დადიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჭკადუაში, ახლანდელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. სპირიდონ კედიას და ალექსანდრე ჩხეტიასთან ერთად ხელმძღვანელობდა 1905 წელს ევროპიდან რევოლუციონერებისათვის გამოგზავნილი იარაღის შავი ზღვიდან ზუგდიდში გადატანას. "ზუგდიდის რესპუბლიკის" საქმის გამო პასუხისგებაში მისცეს, საქმის გამოძიების დროს მიიმალა, ამიტომ გენერალ ალიხანოვ-ავარსკის რაზმმა 1906 წლის 3 თებერვალს მისი მამაპაპისეული, დიდებული სახლ-კარი და კარ-მიდამო გადაწვა, ხოლო თვით მუშნი დადიანი ციხეში ჩასვეს. სამეგრელოს რევოლუციის აქტიური მონაწილე. 1924 წელს დახვრიტეს ძმასთან, ოთარ დადიანთან ერთად. კონსტანტინე (კოწია) დადიანის შვილი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.796 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |