The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯემალ კაპანაძე

ჯემალ კაპანაძე
დაბადების თარიღი:2 მაისი, 1938  (86 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქვედა საზანო, ზესტაფონის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობა 1974 წელს.

1974-1977წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი სოციოლოგიის კათედრაზე უმცროს მეცნიერ თანამშრომლად; 1977-1985წწ. საქართველოს კპ ცკ-თან არსებული საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელ ცენტრში რეფერენტის თანამდებობაზე, პარალელურად, 1977-1980წწ. მუშაობდა ჯერ საქართველოს საგეგმო კომიტეტთან არსებულ სახალხო მეურნეობის ეკონომიკისა და დაგეგმვის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროს ინჟინერ-ეკონომისტად, ხოლო 1981-1985წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა დარგში - სამეცნიერო ინფორმაციის სექტორში უფროს მეცნიერ თანამშრომლად; 1985 წლიდან ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელია, 1994 წლიდან ინსტიტუტის სწავლული მდივანი. მის სადისერტაციო ნაშრომში გაანალიზებულია ბუნებრივ-გეოგრაფიული, ისტორიულ-გეოგრაფიული და სოციალურ-ეკონომიკური თავისებურებანი, თანამედროვე დემოგეგორაფიული სიტუაცია და მოსახლეობის მიგრაციული პროცესების სოციოლოგიური კვლევის შედეგები და განსახლების ძირითადი ნიშნების რეკონსტრუქციის მიმართულებები. მუშაობდა ტრანსპორტის გეოგრაფიის პრობლემებზე. გამოქვეყნებული აქვს 30-მდე სამეცნიერო ნაშრომი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოს მთიანი რაიონების დემოგეგორაფიული პრობლემები", დაიცვა 1993 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.141-142


გააზიარე: