შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნანა კეკელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1961 წელს. 1961-1966წწ. მუშაობდა ქ. თბილისის 91-ე რუსულ საშუალო სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად; 1967-1971წწ. მუშაობდა სანიტარიისა და ჰიგიენის ინსტიტუტში კარტოგრაფად; 1972 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჯერ საათობრივი მოწვევის წესით, 1977-2004წწ. გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე დოცენტის, ხოლო 2005-2008წწ. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულების ასოცირებული პროფესორის თანამდებობებზე. უნივერსიტეტში მუშაობის პერიოდში იგი კითხულობდა სასწავლო კურსებს: "სსრ კავშირის ეკონომიკური გეოგრაფია", შემდგომში "პოსტსაბჭოთა სივრცის გეოგრაფია", "საქართველოს ეკონომიკური გეოგრაფია", "ბუნებრივი რესურსების შეფასება და მეურნეობის ტერიტორიული ორგანიზაცია". არის რამდენიმე სახელმძღვანელოს თანაავტორი, მათ შორის, "გეოგრაფია" და "საქართველოს გეოგრაფია"(უმაღლეს სასწავლებელში შემსვლელთათვის, 1990 წ.), "მსოფლიოს სოციალურ-ეკონომიკური გეოგრაფია" (უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტთათვის, 2004 წ.). გამოქვეყნებული აქვს 100-მდე სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომი, ძირითადად მიწის რესურსების და სოფლის მეურნეობის გეოგრაფიაში. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 5 საკანდიდატო დისერტაცია. უნივერსიტეტში მუშაობის დროს იყო გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სამეცნიერო კვლევითი მუშაობის დარგში, გეოგრაფიულ მეცნიერებათა სამეცნიერო ხარისხის მიმნიჭებელი სპეციალიზირებული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, შემდგომში თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პრემია. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "აღმოსავლეთ საქართველოს მიწის ფონდი და მიწათგაუმჯობესების პრობლემები", დაიცვა 1973 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.143-144; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: newspaper.tsu.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |