შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯუანშერ კანდელაკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1947 წელს. 1968-1975წწ. იყო აკადემიკოს კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტში სისხლძარღვთა ქირურგიის განყბის ხელმძღვანელი; ითვლება სისხლძარღვთა ქირურგიის დანერგვისა და განვითარების, აგრეთვე თირკმლის ჰემოდიალიზისა და თირკმლის გადანერგვის ერთ-ერთ ფუძემდებლად; მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის მუცლის აორტისა და მისი დისტალური ტოტების აღდგენითი ქირურგიის განვითარებასა და ვაზორენალური ჰიპერტენზიის ქირურგიული მკურნალობის საკითხების დამუშავებაში; იყო მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა (მათ შორის 2 მონოგრაფიის) და რაციონალიზატორული წინადადების ავტორი. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1966), პროფესორი (1970). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 516 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |