Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სტეფანე კაპანაკიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი 1900 წელს. მოსკოვში ესწრებოდა დრამატულ კურსებს; სასცენო მოღვაწეობა დაიწყო თბილისში; 1904 წლიდან იყო თბილისის სომხური დრამატული საზოგადოების რეჟისორი; მან სომხურ თეატრში პირველად, დადგა მ. გორკის "ფსკერზე" (1908). 1921 წელს მან რეჟისორ ლ. კალანტართან ერთად თბილისში დააარსა სომხური თეატრი (თბილისის სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრი). 1921-1922წწ. სასცენო მეტყველებას ასწავლიდა სომხურ დრამატულ სტუდიაში (მოსკოვი); 1923-1926წწ. და 1930-1937წწ. მთავარ რეჟისორად მუშაობდა თბილისის სომხურ დრამატულ თეატრში, 1926-1927წწ. ბაქოს სომხურ თეატრში, 1937-1944წწ. თბილისის სომხურ მოზარდ მაყურებელთა თეატრში; მის მოღვაწეობამ ხელი შეუწყო სომხური სათეატრო კულტურის ამაღლებას, ეროვნულ სამსახიობო ხელოვნებაში რეალიზმის გაღრმავებას. თბილისის სომხურ თეატრში დადგმული გამორჩეული სპექტაკლებია: ჰ. ბერგერის "წყალდიდობა" (1923), ფ. შილერის "ვილჰელმ ტელი" (1924), ა. ლუნაჩარსკის "ცეცხლის გამჩაღებლები" (1924), ა. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი" (1936) და სხვა; სომეხი რეჟისორი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 524 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |