Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კარპეზ კაპანაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კორბოული, ახლანდელი საჩხერის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინსტიტუტი 1943 წელს. 1958-1959წწ. იყო საქართველოს მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 1962-1990წწ. საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის პრორექტორის მოადგილე ვეტერინარიის დარგში; 1990 წლიდან ამავე ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი. შეისწავლა საქართველოში ვეტერინარული ისტორიის პრობლემები, დაამუშავა ვეტერინარული ლექსიკოგრაფიის, ტერმინოლოგიისა და ორთოგრაფიის საკითხები; ავტორია ვეტერინარული დამხმარე სახელმძღვანელოსი, ასევე მონოგრაფიული ნაშრომების; მან პირველმა განაზოგადა მსოფლიო სავეტერინარო კონგრესების ისტორიის მასალები. 1979 წელს მონაწილეობდა მოსკოვში გამართულ XXI მსოფლიო სავეტერინარო კონგრესის მუშაობაში; იყო ქართული ენციკლოპედიის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი და ვეტერინარიის სექციის ხელმძღვანელი. მიღებული აქვს სახელმწიფო და საბრძოლო ჯილდოები; ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1995). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 526; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.19 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |