შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ კარანაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სამიქაო, ახლანდელი აბაშის მუნიციპალიტეტი. 1930-1938წწ. იყო საპასუხისმგებლო თანამდებობებზე საქართველოს სხვადასხვა რაიონში; 1938-1942წწ. მუშაობდა ყირიმის ასსრ შს სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისრად; 1942-1943წწ. დაღესტნის ასსრ შს სახალხო კომისრად; 1943-1952წწ. საქართველოს სსრ შს სახალხო კომისრად, 1953 წელს საქართველოს სსრ შს მინისტრის მოადგილედ და 1957-1970წწ. საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ; დაჯილდოებულია საბრძოლო ორდენებითა და მედლებით: შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ნიშანი "შინსახკომის დამსახურებული მუშაკი" (04.02.1942), მიღებული აქვს 66 მედალი, მათ შორის "სევასტოპოლის დაცვისთვის", "წითელი არმიის 30 წელი", I ხარისხის პარტიზანული მედალი; დაჯილდოებული იყო აგრეთვე ბრიტანეთის იმპერიის კომანდორის ორდენით. სახელმწიფო უშიშროების გენერალ-ლეიტენანტი (1945). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ. 537; XX საუკუნის საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები /თუშურაშვილი ო., ჯახუა ი. - თბ., 2013. - გვ. 63-66 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |