The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანდრე კარბელაშვილი

ანდრე კარბელაშვილი
Date of birth:18 March, 1927
Date of death:12 April, 2013  (at 86 years)
Category:Inventor, Public official, Engineer, Publicist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კავშირგაბმულობის ფაკულტეტი 1966 წელს.

1956-1972წწ. მუ­შა­ობ­და თბილისის სხვა­და­სხვა რაიონში სატელეფონო კვანძის ხელმძღვანელ თანამდებობებზე; იყო საქალაქო სატელეფონო ქსელების განყოფილების უფროსი; 1972-1978წწ. საქალაქო და სასოფლო სატელეფონო ქსელების სამმართველოს უფროსი; 1980-1983წწ. სა­ქართველოს სსრ სა­ხელმწიფო საგეგმო კომიტეტთან არსებული სახალხო მეურნეობის ეკონომიკის, დაგეგმვისა და მართვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კავშირგაბმულობის სექტორის გამგე; 1983-1991წწ. სა­ქართველოს კავშირგაბმულობის სამინისტროს ტექნიკური სამმართველოს უფროსი; 1991-1992წწ. სა­ქართველოს კავშირგაბმულობის მინისტრის პირ­ველი მო­ად­გი­ლე; სამინისტროში მუშაობის პერიოდში კავშირგაბმულობის სფეროში დანერგა უახლესი ტექნოლოგიები; სა­ქართველოს კავშირგაბმულობის ისტორიის ერთ-ერთი პირველი მკვლევარია და მრავალი პუბლიკაციის ავტორი. მისი წიგნი "ძმები სიმენსები სა­ქარ­თვე­ლო­ში" ითარგმნა გერმანულ ენაზე და გამოიცა მიუნხენში (1990), ერთი ეგზემპლარი ინახება ამავე ქალაქის სიმენსების მუზეუმში. მრავალი გამოგონების ავტორი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 540; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.130

Member of Organizations

  • სა­ქართველოს ჟურნალისტთა კავშირი, წევრი (1982-)

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1961 - სა­ქართველოს დამსახურებული რაციონალიზატორი

Bibliography


Share: