Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მერი კარბელაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1949 წელს. 1956 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი; 1988-2005 წწ. ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების განყოფილებას; მის მიერ შესრულებულ ნაშრომთა თემატიკა მრავალფეროვანია და ძირითადად ქართული გრაფიკული ხელოვნების სფეროს მოიცავს. თუმცა, გარდა გრაფიკისა, მისი კვლევის ინტერესი სახვითი ხელოვნების სხვა დარგებსაც უკავშირდება; აქვს ნაშრომები ქართული არქიტექტურული ძეგლების, ფერმწერი მხატვრებისა და მოქანდაკეების შესახებ. ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი (1963). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 537; გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვისა კვლევის ეროვნული ცენტრი: gch-centre.ge; georgianart.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |