შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლია კვერენჩხილაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. დედოფლისწყარო. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1973 წელს. 1976-1988წწ. მუშაობდა ქ. თბილისის 102-ე საშუალო სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად. 1988 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური გეოგრაფიის კათედრაზე, კითხულობს ლექციებს გეოგრაფიის სწავლების მეთოდიკაში. იკვლევს გეოგრაფიის სწავლების მეთოდიკის აქტუალურ საკითხებს, ეკოლოგიური განათლებისა და აღზრდის პრობლემებს. ავტორია 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1997). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მოსწავლეთა ეკოლოგიური განათლებისა და აღზრდის საკითხები საქართველოს გეოგრაფიის სწავლებაში", დაიცვა 1995 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.148-149 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |