The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თებრო კიკილაშვილი

თებრო კიკილაშვილი
დაბადების თარიღი:29 დეკემბერი, 1907
გარდაცვ. თარიღი:7 ნოემბერი, 1991  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ლაგოდეხი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ჰიდროლოგის სპეციალობით 1936 წელს. 1936-1939წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი ჰიდროლოგიისა და კლიმატოლოგიის სპეციალობით.

1939-1944წწ. იყო პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფიის დაუსწრებელი ფაკულტეტის დეკანი. ამავე დროს კითხულობდა ლექციებს სსრკ ფიზიკურ გეოგრაფიაში. 1942-1947წწ. მუშაობდა თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, იქვე იყო გეოგრაფიის კათედრის გამგე; 1947-1985წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხმელეთის ჰიდროლოგიისა და ნიადაგთმცოდნეობის კათედრაზე. კითხულობდა ზოგადი ჰიდროლოგიისა და ოკეანოლოგიის, სსრკ ჰიდროგრაფიის კურსებს. 1945-1956წწ. შეთავსებით მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად. იგი იკვლევდა საქართველოს მდინარეთა ქსელს. ჩაატარა საველე სამუშაოები მთელ საქართველოში და შეადგინა საქართველოს რეგიონების მდინარეთა ქსელის სიხშირის კოეფიციენტების რუკები. გამოქვეყნებული აქვს 31 სამეცნიერო სტატია. ეწეოდა მთარგმნელობით მუშობასაც. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1943).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მდინარე მტკვრის ზემო წელის ჰიდროლოგიური რეჟიმი", დაიცვა 1942 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.151

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკი

გააზიარე: