The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბორის კარტოზია

Date of birth:23 February, 1940  (85 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.

დაამთავრა მოსკოვის სამთო ინსტიტუტი 1963 წელს.

1987-1996წწ. იყო მოსკოვის სა­ხელმწიფო სამთო უნივერსიტეტის პრორექტორი; 1996 წლიდან ამავე უნივერსიტეტში ხელმ­ძღვა­ნელობ­და მიწისქვეშა ნაგებობათა და შახტების მშენებლობის კათედ­რას; მისი სამეცნიერო შრომები დაკავშირებულია მიწისქვეშა წიაღისეული სივრცის ათვისების პრობლემების გადაწყვეტასთან; მან დაადგინა ქანის მასივებზე სხვა­და­სხვა სამთო სამშენებლო ტექნოლოგიების გავლენის ზოგადი კანონზომიერებები; დაამუშავა რთულ სამთოგეოლოგიურ პირობებში სამთო გვირაბების მშენებლობის მეთოდები; შეიმუშავა ხელოვნურად გაყინული ქანებით აგებული მზიდუნარიანი კონსტრუქციების გაანგარიშების მეთოდები და ქალაქის მიწისქვეშა ნაგებობათა ეკოლოგიურად უსაფრთხო დაპროექტების კონცეფცია. მიღებული აქვს ალექსანდრე სკოჩინსკის სახელობის პრემია (1996). სამთო ინჟინერი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1974), პროფესორი (1980).

 წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 557

Member of Organizations

  • რუსეთის სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (1993-)

Awards and Honors

  • 1989 - სსრკ სა­ხელმწიფო პრემია
    თანამედროვე სამშენებლო გეოტექნოლოგიების მეთოდოლოგიის საფუძვ­ლების დამუშავებისათვის

Bibliography


Share: