შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პეტრე დადვაძე![]()
ბიოგრაფია1907 წელს ექსტერნად ჩააბარა გამოცდები კავკასიის სასწავლო ოლქის სამმართველოსთან არსებულ სპეციალურ კომისიას (აჩვენა საუკეთესო შედეგი). უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება უსახსრობის გამო ვერ შეძლო და იძულებული გახდა ოდესის სამხედრო სასწავლებელში შესულიყო, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ ვლადივოსტოკში, ციმბირის მებრძოლთა ჯარში გაამწესეს. პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანელთა წინააღმდეგ იბრძოდა. დაავადდა ყელის ჭლექით და იალტაში სამკურნალოდ წასული იქვე გარდაიცვალა. წერდა ლექსებს, რეცენზიებს. იყო ჟურნალ "თეატრი და ცხოვრების" ერთ-ერთი დამაარსებელი. ამ ჟურნალში იბეჭდებოდა მისი კრიტიკული წერილები ლიტერატურისა და ხელოვნების შესახებ, როგორც ორიგინალური ისე ნათარგმნი. რამდენიმე წერილი "დროებაში" გამოაქვეყნა (ოსკარ უაილდის შესახებ-კამათი გრიგოლ რობაქიძესთან). პავლე დადვაძის ძმა. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.791
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |