Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სამსონ დათეშიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ამბროლაური. დაამთავრა თბილისის საოსტატო სემინარია 1882 წელს და იმავე წლიდან დაიწყო მასწავლებლად მუშაობა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში. იყო იმ კომისიის წევრი, რომელმაც 1912 წელს აკაკი წერეთლის მოგზაურობას უხელმძღვანელა რაჭა-ლეჩხუმში. რაჭაში აგროვებდა ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს: ზღაპრებს, ლექსებს, შაირებს, ლეგენდებს, ანდაზებს და პერიოდულ გამოცემებში ბეჭდავდა. 1919 წლიდან განაგებდა "ქართული ბეჭდვითი ამხანაგობის" სტამბას ქუთაისში. ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის დამსახურებული მასწავლებელი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.837 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |