The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მანანა კასრაძე-დამერი

მანანა კასრაძე-დამერი
დაბადების თარიღი:3 ოქტომბერი, 1954  (70 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სა­ხელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი მყარი სხეულების ფიზიკის სპეციალობით 1980 წელს.

1981 წლიდან ას­წავლი­და ფიზიკას ჩელიაბინსკის (რუსეთი) სხვა­და­სხვა საშუალო სკოლაში; 1988 წლიდან მუშაობს ჩელიაბინსკის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე; ხელმ­ძღვანელობს დოქტორანტურას, ას­პირანტურას და სამაგისტრო პროგრამებს; არის ­დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მიმნიჭებელი სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე; იკვლევს ფიზიკის სწავლების ასპექტებს (ცნებათა ფორმირება, სასწავლო უნარ-ჩვევების გამომუშავება, სწავლების ტექნოლოგიების გამართვა), უმაღლესი განათლების საკითხებს; 1994 წლიდან ხელმძღვანელობს ფართომასშტაბიან პედაგოგიურ ექსპერიმენტს სკოლაში ფიზიკის წინმსწრები სწავლების დასანერგად, დაამუშავა და შექმნა ფიზიკის სახელმძღვანელოები მე-5–6 კლასებისთვის, რომლებიც დაი­ნერგა რუსეთის სკოლებში; არის მრავალი სასწავლო კურსის ავტორი; 1994 წლიდან ფიზიკის სწავლების მეთოდიკაში ჩატარებული რუსეთის სტუდენტების ოლიმპიადების ორგანიზატორი და ჟიურის თავმჯდომარე; არის ქარ­თულ ენაზე შექმნილი ფიზიკის სახელმძღვანელოების ერთ-ერთი ავტორი. გამოქვეყნებული აქვს 10 მონოგრაფია და 200-ზე მეტი სამეცნიერო სტატია; მიღებული აქვს პატენტი დიდი ჰადრონუ­ლი კოლაიდერის სასწავლო მოდე­ლის შე­ქმნისთვის. თანაავტორებთან ერთად გამოცემული აქვს ფიზიკის სახელმ­ძღვანელოები ქართული ­ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მე-7, მე-8 და მე-9 კლასებისთვის (1998–2006); მიღებული აქვს რუსეთის განათლების აკადემიის ჯილდოები. პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1996), პროფესორი (1997).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 567

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს განათლების აკადემია , ნამდვილი წევრი (1998-)

ბიბლიოგრაფია

  • ფიზიკა : მე-9 კლასის სახელმძღვანელო (თანაავტორი) // ნაწ.2. - თბილისი, ინტელექტი, 2000. - 131 გვ.. - ISBN: 99928-67-77-9
  • ფიზიკა : მე-9 კლასის სახელმძღვანელო (თანაავტორი) // ნაწ.1 . - თბილისი, ინტელექტი, 2000. - 160გვ.. - ISBN: 99928-67-34-5
  • ფიზიკა : მე-7 კლასის სახელმძღვანელო (თანაავტორი). - თბილისი, ინტელექტი, 2000. - 144 გვ.. - ISBN: 99928-67-22-1
  • ფიზიკა : მე-8 კლასის სახელმძღვანელო (თანაავტორი). - თბილისი, ინტელექტი, 1999. - 160გვ.. - ISBN: 9992867-85-X

გააზიარე: