შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვალტერ კაშია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გორა, ახლანდელი ვანის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1971 წელს. 1973 წლიდან მუშაობდა აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში; 2000-2005წწ. იყო ამავე ინსტიტუტის დირექტორი; იქვე ხელმძღვანელობდა არატრადიციული ენერგეტიკის განყოფილებას. 1985 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას სოხუმის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე; არის 130-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და მრავალი გამოგონების ავტორი. დაჯილდოებულია სახელმწიფო ჯილდოებით. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (1997). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 575; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.239 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |