The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ კაშიბაძე

Date of birth:27 July, 1914
Date of death:19 February, 1999  (at 84 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა სა­ქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი 1937 წელს.

1937-1940წწ. მუშაობა დაიწყო დონბასში; 1939-1945წწ. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში; 1943 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში შრომის დაცვისა და მაღაროს აეროლოგიის კათედრაზე; 1959 წლიდან ხელმძღვა­ნე­ლობ­და ამავე კა­თედ­რას; მისი სამეცნიერო კვლევები ეხება მაღაროს აეროდინამიკური წინაღობის მნიშვნელობის თეორიულ და ექსპერიმენტულ განსაზღვრას; მან შეისწავლა შახტებისა და მაღაროების აეროდინამიკური ­წინა­ღობის კოეფიციენტის ­დამოკიდებულება ნახშირის სან­გრევების (ლავების) სიმძლავრეზე; შექმნა ორიგინალური ტიპის აეროდი­ნამიკური სასწორი, რომლის მეშვეობით დაადგინა აეროდინამიკური წინაღობის კოეფიციენტები და მათი საანგარიშო ფორმულები სხვა­და­სხვა ტიპის სამაგრებითა და მექანიზებული და ლენტიანი კონვეიერებით აღჭურვილ გვირაბებში; მაღაროში დანერგა პნევმოკონტეინერული ტრანსპორტი; აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა ხელოვნების დარგში – ავტორია რამდენიმე მუსიკალური ნაწარმოების (რომანსი, სონეტი, ფანტაზია ფორტეპიანოსათვის). სამთო ინჟინერი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1964).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 575-576

Awards and Honors

  • 1969 - სა­ქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: