The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კლოპოტოვსკაია ნინო

კლოპოტოვსკაია ნინო
Date of birth:31 December, 1941
Date of death:30 April, 1995  (at 53 years)
Category:Geographer, Geologist, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი გეოგრაფიის სპეციალობით 1963 წელს.

1958-1961წწ. მუშაობდა VII რაიონის ექსპედიციაში (მოსკოვის ფილიალი); 1961-1980წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის მეოთხეული გეოლოგიის განყოფილების თანამშრომელი, 1974 წლიდან უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. 1980 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ა. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად. მისი გამოკვლევების ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა ჰალინოლოგიური მეთოდის გამოყენება მთიანი მხარეების პალეოგეოგრაფიული რეკონსტრუქციებისათვის, კერძოდ, კავკასიის მეოთხეული პერიოდის სხვადასხვა ქრონოლოგიური დონეების (ეოპლეისტოცენიდან ჰოლოცენის ჩათვლით) პალეობოტანიკური და პალეოკლიმატური პირობების გაშიფვრა (ამოცნობა). გამოქვეყნებული აქვს 65 სამეცნიერო ნაშრომი. ბოლო პერიოდში იგი მუშობდა ზედა პლეისტოცენური გამყინვარების (მაქსიმალური აცივების პერიოდი 18000 წლის წინათ) პალეოგეოგრაფიული სურათის აღდგენაზე რელიქტური ფლორის ადგილსამყოფლების გავრცელების მიხედვით. იგი მოხსენებებით გამოდიოდა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში (ინდოეთი, უნგრეთი, ესპანეთი, ჩინეთი და სხვ.), სადაც გამოქვეყნებულია მოხსენებების სრული ტექსტები. იყო რამდენიმე სამეცნიერო საზოგადოების წევრი და საქართველოს მეცნიერებათა აკადეიის მეოთხელი პერიოდის შემსწავლელი კომისიის სწავლული მდივანი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი.

სადანდიდატო დისერტაციის თემა - "კავკასიონის მთიანი მხარეების სპორა-მტვრიან სპექტრთა ფორმირების ძირითადი კანონზომიერებანი", დაიცვა 1973 წელს (ქ. მოსკოვი).

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.157


Share: