The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბორის კლოპოტოვსკი

ბორის კლოპოტოვსკი
Date of birth:3 February, 1903
Date of death:1953  (at 49 years)
Category:Geographer, Scientist, Educator, Agricultural Worker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. გიუმრი, სომხეთი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტი სწავლული აგრონომის სპეციალობით 1928 წელს.

1926 წლიდან იგი სამეცნიერო კვლევებთან ერთად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისისა და ბაქოს უმაღლესი სასწავლებლების ნიადაგთმცოდნეობის კათედრებზე. 1937 წელს დისერტაციის დაუცველად მიანიჭეს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი და დოცენტის წოდება ნიადაგთმცოდნეობის სპეციალობით. ომის პერიოდში ასრულებდა საგანგებო სამხედრო-გეოგრაფიული ხასიათის დავალებებს. შემდეგ მუშაობას იწყებს ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში. იგი იკვლევდა გეობოტანიკის, ფიზიკური გეოგრფიის და მეოთხეული გეოლოგიის აქტუალურ საკითხებს. აღსანიშნავია მისი ნაშრომები კავკასიის ნიადაგების გეოგრაფიაში, პალეოგეოგრაფიასა და გეომორფოლოგიაში. გამოქვეყნებული აქვს 100-მდე სამეცნიერო ნაშრომი. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.157-158


Share: