შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მაყვალა კოროშინაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-ჰიდროლოგის სპეციალობით 1956 წელს. 1957-1959წწ. მუშაობდა საქართველოს კულტურის სამინისტროსთან არსებულ სახელმძღვანელოთა გამომცემლობა "ცოდნაში" რედაქტორის თანამდებობაზე; 1959 წლიდან მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში. მისი კვლევის სფეროს შეადგენდა მათემატიკური მეთოდებით რელიეფის შესწავლა, პარალელურად დაეუფლა კარტოგრაფიის უახლეს მეთოდებს, როგორც ინსტიტუტის კარტოგრაფიულ განყოფილებაში, ისე მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და რუსეთის გეოგრაფიის ინსტიტუტში. წლების განმავლობაში მონაწილეობდა კარტოგრაფიულ სამუშაოებში საქართველოსა და მისი რეგიონების ატლასების მომზადებასა და გამოცემაში. გეომორფოლოგიურ განყოფილებასთან ერთდ მუშაობდა შავი ზღვის სანაპირო ზოლის გეომორფოლოგიასა და დინამიკის შესწავლაში, მორფომეტრიულ მონაცემებზე "საქართველოს გეომორფოლოგიისათვის" და სხვ. უკანასკნელ პერიოდში დაინტერესდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებისათვის ჰიდროენერგორესურსების პოტენციალის კვლევით. შესრულებული აქვს ამ შინაარსის რამდენიმე რუკა. იკვლევდა აგრეთვე ეკოლოგიის, კარტოგრაფიულ მეთოდიკას და შინაარს (ეკოკარტოგრაფია). წლების მანძილზე მონაწილეობდა გეოგრაფიულ, კარტოგრაფიულ კონგრესებსა და კონფერენციებში. გამოქვეყნებული აქვს 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.160-161
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |