| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რუსუდან კორძახია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. აბაშა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი კლიმატოლოგიის სპეციალობით 1950 წელს. მუშაობა დაიწყო საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის სამმართველოში ინჟინერ-მეტეოროლოგად. 1953 წლიდან მუშაობდა საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიურ ინსტიტუტში უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე. გამოქვეყნებული აქვს 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. მათში შესწავლილია ზოგიერთი კლიმატური ელემენტების დროითი და სივრცობრივი განაწილების თავისებურებები. განსაკუთრებული ყურადღება დათმობილი აქვს ჰაერის სინოტივის შესწავლას, აეროპორტების კლიმატურ დახასიათებას, წაყინვებს საქართველოს ტერიტორიაზე. მიღებული აქვს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1964) და 1984 - სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების დიპლომი (1984). კლიმატოლოგი. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.162-163
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

