Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანდრო კოტარია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1938 წელს სწავლა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის სპეციალობით. 1941 წელს გაიწვიეს შეიარაღებულ ძალებში; დაამთავრა საზენიტო არტილერიის საოფიცრო სასწავლებელი ლეიტენანტის ჩინით. ომის პერიოდში იმყოფებოდა კარელიის ფრონტზე ოცეულის მეთაურად; 1946 წლიდან დემობილიზაციის შემდეგ, სწავლა გააგრძელა და დაამთავრა 1948 წელს. მუშაობა დაიწყო კურორტოლოგიის ინსტიტუტში. 1949-1952წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში კლიმატოლოგიის სპეციალობით. 1952 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის კათედრაზე. 1957 წელს მიანიჭეს დოცენტის წოდება, 1991 წელს - პროფესორის წოდება. მუშაობდა საქართველოს ტერიტორიის მზის რადიაციულ პროცესზე. გამოქვეყნებული აქვს 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. მათ შორის, სახელმძღვანელო და ერთი ლექციების კურსი. 1975 წელს მიენიჭა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პრემია. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1991). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბრიზები დასავლეთ საქართველოში", დაიცვა 1953 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ზოგადი მეტეოროლოგია და კლიმატოლოგია", დაიცვა 1977 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.163; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.188 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |