The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ კახეთელიძე

ვახტანგ კახეთელიძე
Legal name:მიხეილ კახეთელიძე
Date of birth:17 December, 1911
Date of death:27 July, 1994  (at 82 years)
Category:Economist, Public official, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი სამთისი, ახლანდელი ონის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1936 წელს.

1935-1940წწ. კითხულობდა პოლიტიკური ეკონომიის კურსს თბილისის სხვა­და­სხვა ტექნიკუმში; 1942-1954წწ. იყო პარტიულ სამუშაოზე; 1954-1980წწ. მუ­შა­ობ­და სა­ქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად, სხვა­და­სხვა განყოფილების გამგედ; წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას სა­ქართველოს სა­ხელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, თბილისის სამხატვრო აკადემიაში, სა­ქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1939-1945წწ. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში; მიღებული აქვს საბრძოლო ჯილდოები; ავტორია მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა (მ. შ. მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოების), რომლებიც ეძღვნება პოლიტიკური ეკონომიის, ეკონომიკის მოძღვრებათა ისტორიის, აგრარულ ურთიერთობათა, სახალხო მეურნეობის ისტორიის, სტატისტიკისა და აღრიცხვის პრობლემებს. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1967).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 585

Awards and Honors

  • 1983 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: