The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ კახიანი

დაბადების თარიღი:20 ივლისი, 1905
გარდაცვ. თარიღი:30 აგვისტო, 1966  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:ბიბლიოგრაფი, ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი 1930 წელს.

1931-1945წწ. მუ­შა­ობ­და მთავარ ბიბლიოგრაფად სა­ქართველოს სა­ხელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკაში, სადაც ხელმ­ძღვა­ნელობ­და სამეცნიერო ბიბლიოგრაფიის განყოფილებას; 1932-1938წწ. მოღვაწეობდა პირველი "ქართული საბჭოთა დიდი ენციკლოპედიის" რედაქციაში; ავტორია ბიბლიოთეკათმცოდნეობისა და თეორიული ბიბლიოგრაფიის დარგებში გამოქვეყნებული ნაშრომებისა; ვრცელი მეცნიერული ანოტაციებით გამოსცა ბიბლიოგრაფია "მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსები" (1937); ავტორია ასეთივე ნაშრომისა "ქართველი მოაზროვნეები. უძველესი დროიდან 1921 წლამდე" (თანაავტ.: ნ. რეხვია­შვი­ლი, კ. კახიანი). 1941 წელს გამოქვეყნდა მის მიერ შედგენილი ანოტირებული ბიბლიოგრაფია "უცხოელები სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ" («ბიბლიოგრაფიის მოამბე», N2–3). 1945-1949წწ. იყო სა­ქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახი­შვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის მეცნიერი მუშაკი, სადაც მოამზადა ნაშრომი "სამკურნალო წიგნის ადგილი ქარ­თული მედიცინის ისტორიაში" (1949); მონაწილეობდა "ქარ­თლის ცხოვრებისა" და ბერძნულ-ქართული დოკუმენტური ლექსიკონისათვის მასალების მოძიებაში; 1953-1956წწ. მუ­შა­ობ­და ს. ჯანაშიას სახელობის სა­ქართველოს სა­ხელმწიფო მუზეუმში, სადაც მისი თანაავტორობით დაიბეჭდა "1921-1956 წლებში მუზეუმის მიერ გამოცემული კრებულების, შრომების და სტატიების ბიბლიოგრაფია" (1957); მისი სხვა ნაშრომებიდან აღსანიშნავია თემატური ბიბლიოგრაფიები სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიიდან (რედ. ნ. ბერძენი­შვი­ლი). ნაშრომები: ანოტაციის საგნის საკითხისათვის, «სა­ქარ­თვე­ლოს სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკის შრომები», 1938, ტ. 4; ნარკვევ-თხრობითი ანოტაცია, «ბიბლიოგრაფიის მოამბე», 1940, N1; ბიბლიოთეკათმეცნიერების ცალკეულ დისციპლინათა, მისი საერთო სისტემის და ორგანიული წყობის საკითხისათვის, იქვე, 1941, N2–3. სამეცნიერო ბიბლიოგრაფიის ერთერთი ფუძემდებელი სა­ქარ­თვე­ლოში.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 599

ბიბლიოგრაფია

  • მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსები : ქართულ ენაზე არსებული მსოფლიო ლიტერატურის ნაწარმოებთა ბიბლიოგრაფიული საძიებელი ანოტაციებით (ავტორი). - თბილისი, (საქ. კ.პ.(ბ)ც.კ. პარტგამომცემლობის სტ., 1937. - 23გვ.

გააზიარე: