The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რომანოზ დეკანოსიძე

რომანოზ დეკანოსიძე
Date of birth:18??
Date of death:19??
Category:Public Man, Religious leader

Biography

XX საუკუნის დასაწყისში, ხარაგაულში სკოლა-სამლოცველო რომანოზ დეკანოსიძემ საკუთარი სახსრებით, უანგაროდ ააშენა (გარდაცვლილი ქალიშვილის სახელზე). ფულის შესაგროვებლად თავისი კუთვნილი მამულები გაყიდა, სულ 10 000 მანეთი დაუხარჯავს და დიდად არც არავინ დახმარებია, მაგრამ მაინც დაუსრულებია ეს დიდებული საქმე. შენობის მშენებლობა დაახლოებით 1900-1901 წლებში დასრულებულა, რომანოზ დეკანოსიძეს პედაგოგებიც თავისი სახსრებით მოუწვევია, ხოლო ტაძრისათვის მიწები შეუწირავს. 1900 წელს გაზეთი "ივერია" წერდა: "მღვდელმა რომანოზ დეკანოსიძემ განიზრახა მიეშენებინა თავის სახლისათვის სამსართულიანი ქვიტკირის შენობა იმ გეგმით, რომ ქვედა ორ სართულში მოთავსებულიყო ორკლასიანი საეკლესიო-სამრევლო სასწავლებელი, ხოლო მესამე სართულზე გაემართა ეკლესია სკოლისათვის (აღნიშნული სკოლა თავად რომანოზ დეკანოსიძემ დააარსა 1897 წელს და შენობის უქონლობის გამო დახურვა ემუქრებოდა)". ქველმოქმედი, დეკანოზი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.851; ხარაგაული და ხარაგაულელები: kharagauli.ucoz.com


Share: