Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი დემურიშვილი![]()
Biographyგიორგი დემურიშვილმა ხელობა ტომპსონის ლითოგრაფიაში შეისწავლა, 16 წლისა კი უკვე კარგ სპეციალისტად იყო აღიარებული. 1876 წელს მან თბილისში გახსნა საკუთარი ლითოგრაფია (ეს იყო ქართველის მიერ გახსნილი პირველი ლითოგრაფია). 1889 წელს ბაქოში, 1899 წელს სამარყანდში, ხოლო 1907 წელს აშხაბადში დააარსა თავის კერძო ლითოგრაფიული საწარმოები, სადაც დასაქმებული ჰყავდა 150 თანამშრომელი, ბევრს შეასწავლა ლითოგრაფიის ხელობა. 1903-1904 წლებში სამარყანდში გამოსცა პირველი გაზეთი - "Самаркандец". აშხაბადში ააშენებინა ელექტროსადგური. ქვაზე ხატვისა და ბეჭდვის სპეციალისტი, პირველი ქართველი ლითოგრაფი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.858
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |