შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ დელბა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი აძიუბჟა, ოჩამჩირის რაიონი. დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ტექნიკუმი; ნ. კრუპსკაიას სახელობის კომუნისტური აღზრდის აკადემია 1930 წელს. 1930 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას; 1937-1938წწ. იყო აფხაზეთის ასსრ განათლების სახალხო კომისარი; 1938-1948წწ. აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე და საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილე; 1948-1953წწ. აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე; არჩეული იყო სსრკ და საქართველოს სსრ პირველი და მეორე მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად, 1950 წელს აირჩიეს მესამედ. იყო საქართველოს კპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის და საქართველოს კპ (ბ) აფხაზეთის საოლქო კომიტეტის ბიუროს წევრი. წერდა და აქვეყნებდა სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის წერილებს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.852 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |