| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ევგენი დვალი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბაჯი, ამბროლაურის რაიონი. თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებში აწარმოებდა რევოლუციურ, ორგანიზაციულ და პროპაგანდისტულ მუშაობას. 1905 წლის რევოლუციის დამარცხების შემდეგ, 1906 წლის დასაწყისში, მეფის ხელისუფლების მიერ რეპრესიების დაწყების შემდეგ, ალიხანოვ-ავარსკის სადამსჯელო ექსპედიციის დროს, სახლ-კარი გადაუწვეს სოფელ ბაჯში. 1906 წელს დააპატიმრეს. 1908 წელს კავკასიის სამხედრო-საოლქო სასამართლომ ციმბირში, ენისეის გუბერნიაში გადასახლება მიუსაჯა, საიდანაც 1911 წელს გაიქცა, ამისათვის კვლავ მიესაჯა კატორღა 4 წლით. სასჯელს იხდიდა ქუთაისის ციხეში, შემდეგ როგორც ყოფილი პოლიტკატორღელი იღებდა პენსიას. რევოლუციამდე 3 წელი გაატარა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, საიდანაც 1917 წლის რევოლუციამ იხსნა. 1900-იანი წლებიდან წერდა ლექსებს. მას ეკუთვნის ხალხში გავრცელებული ლექსი: "მე ვარ არსენა ჯორჯიაშვილი". მისი ლექსები ცენზურის მიერ აკრძალული იყო. რევოლუციის შემდეგ შექმნა შოთა რუსთაველის სახელობის პარტია საკუთარი დროშით (დროშაზე გამოსახული იყო შოთა რუსთაველი), ჩამოაყალიბა "რაჭა-ლეჩხუმის დამხმარე კულტურული საზოგადოება. საკუთარი სიით მონაწილეობდა საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებში. ზეინკალი, აგიტატორ-პროპაგანდისტი, ორგანიზატორი, რევოლუციონერი, მუშა-მწერალი. (სხვა წყაროების მიხედვით დაბადების წელი არის 1880). წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.859; რაჭა და რაჭველები: facebook.com Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

