Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ამირან კახიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ქვედა ჩხუტუნეთი, ახლანდელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი 1959 წელს. 1959-1960წწ. მუშაობდა სოფელ ჩხუტუნეთის საშუალო სკოლის მასწავლებლად; 1964-1966წწ. აკად. ივ. ჯავახიშვილის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ანტიკური ხანის არქეოლოგიის განყოფილებაში; 1966-2006წწ. ნ. ბერძენიშვილის სახელობის ბათუმის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1994 წლიდან არის ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმის დირექტორი; პარალელურად კითხულობდა ლექციებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1970 წლიდან დაიწყო აჭარისწყლის ხეობის არქეოლოგიური ძეგლების გეგმაზომიერი კვლევა; 1974 წელს მონაწილეობდა დონის ექსპედიციაში; მისი კვლევის უმთავრეს ობიექტს წარმოადგენს ფიჭვნარის ნაქალაქარი და ვრცელი სამაროვანი; 1998-2011წწ. ხელმძღვანელობდა საქართველო-ბრიტანეთის ფიჭვნარის პირველ საერთაშორისო ერთობლივ ექპედიციას; მოპოვებული მასალის საფუძველზე გამოიცა მონოგრაფიები: "ფიჭვნარი I" (2004, თანაავტ. მ. ვიკერსი), "ფიჭვნარი II" (2007, თანაავტ. მ. ვიკერსი), "ფიჭვნარი IV" (2009, თანაავტ. თ. შალიკაძე), "ფიჭვნარი III" (2010, თანაავტ. ნ. ვაშაკიძე), "ფიჭვნარი V" (2014, თანაავტ. ე. კახიძე), "ფიჭვნარი VI" (2014, თანაავტ. მ. ვიკერსი),"ფიჭვნარი VII" (2015); 1999 წლიდან ხელმძღვანელობდა გონიო-აფსაროსის მუდმივმოქმედ ექსპედიციას; ასევე მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა ექსპედიციები ბათუმის ციხეში, სოფელ ორცვასა და აჭარის მთიანეთში, ჩაქვის ჩაისუბანში, კაპანდიბში, მახოში და ა. შ. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1981), ემერიტუს-პროფესორი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 602; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.199; m.facebook.com Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |