შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ ლაოშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სვენეთი, გორის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის სპეციალობით 1990 წელს. 1988-1990წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის კათედრაზე ლაბორანტად; 1990 წლიდან იმავე კათედრასთან ახლად დაარსებულ გეოეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად; 1997 წლიდან - კათედრასთან არსებულ დედამიწის დისტანციური ზონდირების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრში მეცნიერ თანამშრომლად; 1992 წლიდან შეთავსებით მუშაობს ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის კარტოგრაფიისა და აეროკოსმოსური მეთოდების განყოფილებაში მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე; 1996-1997წწ კი, ასევე შეთავსებით, გეოლოგიური ინსტიტუტის აეროკოსმოსური მეთოდების განყოფილებაში; 1999 წლიდან თანამშრომლობს ქართული ენციკოპედიის სამეცნიერო რედაქციასთან, როგორც კარტოგრაფი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, 15-მდე სხვადასხვა მასშტაბის რუკა, ძირითადად რუკის ციფრული ვარიანტები. მონაწილეობა მიიღო გარემოს დაცვის სფეროში განხორციელებულ რამდენიმე პროექტში, პროექტის თანაავტორი და კოორდინატორი; 1994 წლიდან არასამთვრობო გარემოს დაცვითი ორგანიზაცია "პოსეიდონის" თანათავმჯდომარეა; 1995-1996წწ. არჩეულ იქნა საქართველოს შავი ზღვის პრობლემებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს თვმჯდომარედ; 1998-2002წწ. იყო გეოინფორმაციული სისტემების (გის) და დისტანციური ზონდირების საკონსულტაციო ცენტრის "გეოგრაფიკის" დირექტორი. გეომორფოლოგი, გეოინფორმაციული სისტემების ტრენერი, სამხედრო გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.167 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |