The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შოთა ლაშხია

შოთა ლაშხია
Date of birth:10 April, 1928
Date of death:25 February, 2021  (at 92 years)
Category:Geographer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი გუდავა, გალის რაიონი.

დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური სასწავლებელი 1944 წელს; სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი 1948 წელს. 1948-1951წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი პროფესორების ბორის დობრინინისა და ლევან მარუაშვილის ხელმძღვანელობით.

1951-1993წწ. მუშაობდა სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში (აფხაზეთის უნივერსიტეტი). იყო გეოგრაფიის კეთედრის გამგე. მის საკანდიდატო ნაშრომში მდიდარი ფაქტობრივი მასალის ანალიზის საფუძველზე დეტალურად არის დახასიათებული ამ მხარის ბუნებრივი პირობები. ეს იყო პირველი კომპლექსური გეოგრაფიული ნაშრომი. მისი თავდაპირველი კვლევის სფერო - გეომორფოლოგია და სპელეოლოგია, თანდათანობთ შეიცვალა ბუნებრივი რესურსების კვლევით და მათი გამოყენების გეოგრაფიული (რეგიონალური) პრობლემებით. სადოქტორო ნაშრომში მრავალი პრობლემაა დასმული და ბევრი მათგანი მეცნიერულად არის ახსნილი. გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი ქართულ და უცხოურ ენებზე. უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა მოსახლეობის გეოგრაფია, სსრკ და საქართველოს ეკონომიკური გეოგრაფია, აფხაზეთის ბუნებრივ რესურსებსა და მათ გამოყენებაზე. 1997 წლიდან ცხოვრობდა კანადაში, ტორონტოში, სადაც დაწერა მონოგრაფია "იაპონია – საოცრებათა ქვეყანა" (მოკლე გეოგრაფიული ნარკვევი), გამოიცა თბილისში 2012. მიღებული აქვს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1978) და სსრკ უმაღლესი განათლების სამინისტროს სამკერდე ნიშანი (1980). გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1987).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "აფხაზეთის ასსრ სანაპირო ზოლის ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება", დაიცვა 1959 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ბუნებრივი რესურსების გამოყენების ტერიტორიული ორგანიზაცია, აფხაზეთის ასსრ მაგალითზე", დაიცვა 1984 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.168-169; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.310

Member of Organizations

  • საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების სოხუმის ფილიალი, თავმჯდომარე (1980-1985)

Awards and Honors

  • საქართველოს უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკი

Bibliography


Share: