შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სერგო დონაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი უყეში, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი და მოსკოვის სავაჭრო ინსტიტუტის ასპირანტურა 1934 წელს. 1925 წლიდან მუშაობდა საქართველოს განათლების მუშაკთა კავშირის ინსტრუქტორად პიონერებთან, 1926-1927 წლებში ზედამხედველობას უწევდა სკოლა-ინტერნატის აღსაზრდელებს. 1927 წლიდან მუშაობდა საქართველოს კომპარტიის (ბ) თბილისის კომიტეტში; 26 კომისრის სახელობის პარტიის რაიონულ კომიტეტში - სააღრიცხვო-საინფორმაციო განყოფილების გამგის მოადგილედ; მოსკოვში, ლენინის სახელობის პარტრაიკომის შტატგარეშე ინსტრუქტორად. 1934 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიში კითხულობდა ლექციებს კურსს ვაჭრობის, ეკონომიკისა და ფინანსური დაგეგმარების შესახებ. 1934-1937 წლებში იყო სახბანკის სამრეწველო სექტორის დირექტორი; 1937 წელს საქართველოს ვაჭრობის სახელმწიფო კომისრის მოადგილე და საგარეო ვაჭრობის რწმუნებული საქართველოში; 1938 წლიდან საქართველოს სსრ ვაჭრობის სახელმწიფო კომისარი. იმავე წელს აირჩიეს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად, შემდეგ საქართველოს კომპარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტის წევრად. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.885
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |