The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვ. დორელი

Legal name:ივანე დოლმაზაშვილი
Other name:ვანო დოლმაზაშვილი
ვანო დოლბაშვილი  (Pseudonym)
Date of birth:2 November, 1870  (154 years)
Category:Laborer, Journalist

Biography

1883-1889წწ. იყო მეჩექმის შეგირდი. 1889 წელს სხვებთან ერთად დააარსა არალეგალური ხელნაწერი ჟურნალი "მუშა" (ამ ჟურნალს გამოცემდა მუშა-ხელოსანთა ხალხოსანთა ჯგუფი, წერდა ლითოგრაფიული სახელოსნოს შეგირდი მ. მეტეხელი, თანამშრომლები იყვნენ : ვასო ყულიჯანაშვილი, ტატო ქუბიაშვილი-რუისელი და სხვ.). ჟურნალი აშუქებდა მუშების, ხელოსნებისა და გლეხების უუფლებო მდგომარეობას და ებრძოდა არსებულ სოციალ-პოლიტიკურ წყობილებას. 1889 წელს გამოვიდა 4 ნომერი, 1890 წელს 4 ნომერი და 1891 წელს 2 ნომერი (ჟურნალის სრული კომპლექტი ინახება დიდი ბრიტანეთის მუზეუმში). ვ. დორელი ამ ჟურნალში ბეჭდავდა ლექსებს, წერილებს და სხვ. წარმოშობით იყო დუშეთიდან. ხელოსანი, პროპაგანდისტ-ჟურნალისტი, ხალხოსანი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.887


Share: