The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



არველოდ ლემონჯავა

არველოდ ლემონჯავა
Date of birth:18 April, 1930
Date of death:27 January, 2021  (at 90 years)
Category:Geographer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი თაგილონი, გალის რაიონი.

დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი გეოგრაფიის სპეციალობით 1953 წელს.

მუშაობა დაიწყო სოფელ თაგილონის რვაწლიან სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად; 1954 წლიდან მიიწვიეს სოხუმის სახემწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფიის კათედრაზე ლაბორანტად. 1957-1960წწ. ასპირანტურის კურსი გაიარა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით აკად. ალ. ჯავახიშვილისა და პროფ. გ. გველესიანის ხელმძღვანელობით. 1959 წლიდან კითხულობდა ლექციების კურსს საზღვარგარეთის ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკურ გეოგრაფიაში, მოსახლეობის გეოგრაფიაში, გეოგრაფიის კვლევის მეთოდიკაში, გეოგრაფიის ისტორია და მეთოდოლოგიაში, ბუნებრივი რესურსების გეოგრაფიასა და სხვ. 1979 და 1983 წლებში გაიარა მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვალიფიკაციის ამაღლების კურსები ეკონომიკურ გეოგრაფიაში და საზღვაგარეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ გეოგრაფიაში. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, რომლებიც ეხება აფხაზეთის ბუნებრივი რესურსების, რეკრეაციული და სოფლის მეურნეობის გეოგრფიის საკითხებს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.169


Share: