Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ ლეჟავა![]()
Biography1938 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე. 1941-1946წწ. იმყოფებოდა არმიაში, მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. დემობილიზაციის შემდეგ სწავლა გააგრძელა და 1949 წელს დამთავრა გეომორფოლოგიის სპეციალობით. 1948 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1965 წლიდან იყო გეომორფოლოგიის კათედრის უფროსი მასწავლებელი. წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს გეომორფოლოგიური აგეგმვა და კარტოგრაფიაში, ზოგად დედამიწათმცოდნეობაში, გეომორფოლოგიაში, გამოყენებით გეოგრაფიაში, საქართველოსა და კავკასიის გეომორფოლოგიაში, ზოგად ფიზიკურ გეოგრაფიაში. 1971-1979წწ. იყო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე საღამოს განყოფილებაზე. შესრულებული აქვს 53 ნაშრომი, რომელთგან 21 გამოქვეყნებულია. მისი სამეცნიერო თემატიკა ეხება ღვარცოფულ პროცესებს, მეწყრებს, ხრამებს, ტერასებს და სხვ. შესრულებულ სამუშაოებს აქვს თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა. გეომორფოლოგი. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.169-170
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |