Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი ლეფონავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ოჩამჩირე. საშუალო სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, 1952 წელს ჩაირიცხა სამხედრო აკადემიაში. მეორე კურსზე მიიღო ოფიცრის წოდება. 1975 წლიდან პოლკოვნიკი. 1959-1988წწ. გერმანიაში, იმიერბაიკალისა და ამიერკავკასიის ოლქების შტაბებში მსახურობდა. 1993 წელს სამსახური დაიწყო შეიარაღებულ ძალებში. იგი ხელმძღვანელობდა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო-სამეცნიერო ცენტრს, რომლის საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სამხედრო გეოგრაფიის საკითხებს, ქვეყნის ტერიტორიის ოპერატიულ დარაიონებას და მის ოპერატიულ მოწყობას თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისათვის. 1997 წელს შეიქმნა გენერალური შტაბის სამხედრო გეოგრაფიის სამეცნიერო კომისია, რომლის ხელმძღვალი იყო გივი ლეფონავა. ეს კომისია აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებასთან, სადაც გახსნილი იყო სამხედრო-გეოგრაფიის განყოფილება. ასევე ნაყოფიერი კავშირები იყო გეოგრაფიისა და ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტებთან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტთან. მისი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით დამუშავდა სამხედრო გეოგრაფიის პროგრამა, რომელიც დაიბეჭდა გარკვეული ტირაჟით. 2001 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიაში იკითხება სამხედრო გეოგრაფიის კურსი. სამხედრო გეოგრაფიის საკითხებზე გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები. პოლკოვნიკი, სამხედრო გეოგრაფიის სპეციალისტი. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.171 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |