შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე დურგლიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზემო ხვითი, კასპის რაიონი. 1895 წელს დაუახლოვდა "მესამე დასს", მონაწილეობდა მუშათა ყველა გამოსვლაში. 1900 წელს აგვისტოს მუშათა დიდი გაფიცვის გამო დააპატიმრეს, როგორც გაფიცვის ორგანიზატორი. 1903 წლიდან მუშაობდა სახალხო თეატრში, სადაც არალეგალურ საქმიანობას ეწეოდა სხვა მუშებთან ერთად. 1904 წელს, მეფის მთავრობის მიერ გურიაში გასაგზავნი სადამსჯელო რაზმის შესაჩერებლად, ავჭალასთან რკინიგზის ლიანდაგი აყარა. 1905 წელს ქართლში შექმნა სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციები, აწყობდა მიტინგებს, ეწეოდა რევოლუციის აგიტაცია-პროპრგანდას. 1907 წელს აირჩიეს სახალხო უნივერსიტეტის გამგეობაში, ამავე დროს ხელმძღვანელობდა პროფკავშირებს, მისი მონაწილეობით გამოდიოდა ჟურნალები "ჩვენი ქვეყანა" და "ახალი ქვეყანა" (ამ ჟურნალების გამოცემას ხელმძღვანელობდნენ ლადო დარჩიაშვილი, ნოე ჟორდანია, ივანე გომართელი და სხვ.). თბილისიდან მონაწილეობდა პირველ, მეორე და მესამე სახელმწიფო სათათბიროების არჩევნებში. რევოლუციონერი, პროპაგანდისტი, აგიტატორი, ორგანიზატორი, სახალხო მოღვაწე. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.892 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |