The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პოლიკარპე დოლიძე

დაბადების თარიღი:ივნისი, 1897
გარდაცვ. თარიღი:24 ოქტომბერი, 1941  (44 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ექიმი, თანამდებობის პირი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ამაღლება, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა სამხედრო-საფერშლო სკოლა (1915), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი (1925-1931) და ასპირანტურა (1932-1938).

ასპირანტურაში სწავლის დროს დაწერა რამდენიმე შრომა. მათ შორის: "ღვიძლის ჩირქგროვები" ("საბჭოთა მედიცინა",  1938, №1), "მძიმე ანურიის შემთხვევა ორმხრივი ჰიდრონეფროზით" ("საბჭოთა მედიცინა", № 3-4) და სხვ. 1938 წელს საჯაროდ დაიცვა დისერტაცია მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად: "ინფიცირებული ჭრილობების მკურნალობა ულტრაიისფერი სხივებით" (თბ.: საქმედგამი, 1939), ხოლო 1940 წლის 16 ივნისს ლენინგრადის კიროვის სახელობის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო  ინსტიტუტში სადოქტორო დისერტაცია თემაზე: "Влияние лучистой энергии (рентгеновых ультрафиалетовых лучей и электрического поля ультравысокой частоты) на регенерацию неинфицированных ран" -"არაინფიცირებული ჭრილობების რეგენერაციაზე სხივური ენერგიის (რენტგენის, ულტრაიისფერი და ელექტრონული ველის ულტრამაღალი სიხშირის) გავლენა". ამ დისერტაციას  სამხედრო მიმართულებით  დიდი თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა მიენიჭა, პრესაში გამოქვეყნდა სტატია: "Ценная научная работа" ("Зария Востока", 1940, 5 сентября, №206). 1916-1917 წლებში იმყოფებოდა სამხედრო სამსახურში, თურქეთის ფრონტსა და ზურგში ეწეოდა აქტიურ ბოლშევიკურ-რევოლუციურ პროპაგანდას. 1918-1923 წლებში სოფელ ამაღლების საექიმო პუნქტის გამგედ ყოფნის პერიოდშიც გლეხებს შორის აგიტაციას უწევდა საბჭოთა წყობილებას. 1930-1932 წლებში იყო საქართველოს მედსანშრომის კავშირის ცეკას თავმჯდომარე, 1837-1938 წლებში საქართველოს ჯანსახკომის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორი, 1938-1939 წლებში ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის დირექტორი. ქირურგი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.883

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: