Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გრიგოლ ლოლაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოგრაფიის სპეციალობით 1938 წელს. ჯერ კიდევ 1928 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის ობსერვატორიაში. სხვადასხვა დროს მუშაობდა ტექნიკოსად, მაღალმთიანი მეტეოსადგურების უფროსად, მეტეოროლოგიის ქსელის და თბილისის ობსერვატორიის გამგედ (1930-1939). 1941-1945წწ. მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა კაპიტნის ჩინით; 1964 წელს არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერების ისტორიის ეროვნული ასოციაციის სწავლულ მდივნად. გამოქვეყნებული აქვს 12 სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც ეხება საქართველოში მეტეოროლოგიისა და კლიმატოლოგიის განვითარების ისტორიას. მიღებული აქვს პოლონეთის აკადემიის კოპერნიკის ბრინჯაოს მედალი, შილერის ბრინჯაოს მედალი, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ოქროს მედალი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მეტეოროლგია-კლიმატოლოგიის ცოდნის დონე ძველ საქართველოში ზოგიერთი ლიტერატურული ძეგლის მიხედვით", დაიცვა 1966 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.173; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.409 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |