შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოფელია ლომაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი გეოფიზიკის სპეციალობით 1956 წელს. გაიარა ასპირანტურის კურსი. მუშაობდა მ. ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე. მის სადისერტაციო ნაშრომში მოყვანილია ატმოსფეროს სასაზღვრო ფენის ზოგიერთი პარამეტრების (ზედა საზღვარი, ტურბულენტობის მახასიათებელი, თერმული მდგრადობა და სხვ.) განსაზღვრის და მათი ცვალებადობის კანონზომიერების გამოკვლევის შედეგები. გამოქვეყნებული აქვს 56 სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც ეხება ატმოსფეროს სასაზღვრო და მიწისპირა ფენის შესწავლას, ქალაქებში სმოგური სიტუაციების წარმოშობის მეტეოროლოგიური პროგნოზის, ცალკეულ გეოგრაფიულ რაიონებისათვის ჰაერის გაჭუჭყიანების მეტეოროლოგიური პოტენციალის განსაზღვრას, თბილისში მიწისპირა ფენის მყარი აეროზოლების და ოზონის კონცენტრაციის მეტეოროლოგიურ პარამეტრებთან კავშირის გამოკვლევას და სხვ. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ამიერკავკასიის ზოგიერთი რაიონების ატმოსფეროს სასაზღვრო ფენის გამოკვლევა", დაიცვა 1969 წელს (მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოსკოვი). წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.174
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |