შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ კეკელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნაბაკევი, ახლანდელი სამტრედიის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1951 წელს. 1951-1967წწ. მუშაობდა საქართველს პროკურატურის ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობაზე; 1967-1993წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე; 1990-1993წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ეროვნულ ტრადიციათა პრობლემების სამეცნიერო საკოორდინაციო ცენტრისა და ამ ცენტრთან მისივე თაოსნობით დაარსებული "ქართული ჩვეულებითი სამართლის შემსწავლელი ლაბორატორიის" ხელმძღვანელი; 1988-1993წწ. მისი რედაქტორობით ოთხ ტომად გამოიცა სამეცნიერო კრებული "ქართული ჩვეულებითი სამართალი"; ძირითადად იკვლევდა XVIII ს. II ნახევრისა და XIX ს. I ნახევრის საქართველოს სამეფო-სამთავროების სასამართლოს ორგანიზაციის, სასამართლო პროცესისა და მტკიცებულებათა საკითხებს; განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი ქართული ჩვეულებითი სამართლის შესწავლის საქმეში; აწყობდა საველე-ეთნოგრაფიულ ექსპედიციებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში (სვანეთი, ხევსურეთი, თუშეთი, ფშავი, სამეგრელო, აჭარა, მესხეთი და სხვ.), რის შედეგადაც მოიპოვა უნიკალური მასალა ქართული ჩვეულებითი სამართლის ცალკეულ ინსტიტუტებზე. ქართული სამართლის ისტორიის მკვლევარი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი (1975), პროფესორი (1978). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 613-614 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |