| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ლომინაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1974 წელს; გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეომორფოლოგიის სპეციალობით 1978 წელს. 1978-1981წწ. ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში გაიარა ასპირანტურის კურსი. 1997-2001წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის ეგზოდინამიკური პროცესების შემსწავლელი ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2001-2006წწ. - ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის ზღვის სანაპირო ზონის პროცესების შემსწავლელი ჯგუფის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2006-2009წწ. ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის ფიზიკური გეოგრაფიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2009 წლიდან ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის ფიზიკური გეოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი. 2005-2010წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური გეოგრაფიის და გარემოს დაცვის კათედრა, სამაგისტრო კურსის ხელმძღვანელი: უახლესი ტენდენციები გეოგრაფიაში; გარემო და მდგრადი სისტემები. მისი კვლევის ძირითადი ობიექტია კოლხეთის ზღვის სანაპირო ზონაში მიმდინარე მორფოდინამიკური პროცესები, ასევე, საქართველოს მთიანი რეგიონების გეოეკოლოგიური კვლევის ასპექტები. სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა აშშ-ში, ბრაზილიაში, ჩინეთში და სხვ. სამეცნიერო ნაშრომები: 2 მონოგრაფია, 37 სტატია (აქედან ქართულად - 11, რუსულად - 17, ინგლისურად - 9). გეოგრაფიულ მეციერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შავი ზღვის კოლხეთის სანაპიროს მორფოდინამიკა", დაიცვა 1997 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.175; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: geography.tsu.ge Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

