The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ კერესელიძე

თამაზ კერესელიძე
დაბადების თარიღი:24 მაისი, 1946  (78 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1971 წელს.

1972-1974წწ. მუშაობდა მოსკოვის ი. კურჩატოვის სახელობის ატომური ენერგიის ინსტიტუტში; 1975 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფი­ზიკის ფაკულტეტზე სხვადასხვა თანა­მდებობაზე; ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას; მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა მოლეკულური და ატომური ფიზიკა, დაჯახებათა კვანტური თეორია; ავტორია მრავალი სამეცნიერი ნაშრომისა მათ შორისაა: Correlation of the diabatic molecular orbitals in diatomic quasimolecules, «Journal of Physics B: Atomic, Molecular and Optical Physics», 20, 1981,1987; Analytical expressions for two-Coulomb-centre wavefunctions at large internuclear distances (თანაავტ.: ი. ნოსელიძე, მ. ჩიბისოვი), «Journal of Physics B: Atomic, Molecular and Optical Physics», 36 853, 2003. ფიზიკოს-თეორეტიკოსი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (2002). 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 628


გააზიარე: