The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე მამაიაშვილი

ივანე მამაიაშვილი
დაბადების თარიღი:27 იანვარი, 1923
გარდაცვ. თარიღი:12 ნოემბერი, 1998  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნინიგორი, ლაგოდეხის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგია-გეოგრაფიის ფაკულტეტი ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1951 წელს. 1951-1955წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი.

1952 წლიდან მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრაზე; 1971 წლიდან იყო უფროსი მასწავლებელი. კითხულობდა ლექციებს სოციალურ და ეკონომიკურ გეოგრაფიაში. შესრულებული აქვს 45-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომელთგან 17 გამოქვეყნებულია. მისი სამეცნიერო მუშაობა მოიცავდა საქართველოს სახალხო მეურნეობის ეკონომიკურ-გეოგრაფიულ გამოკვლევებს, აგრეთვე ცალკეული რეგიონების შესწავლას. შესრულებული აქვს ნაშრომი კოლხეთის მელიორაციის შესახებ, აჭარის, აფხაზეთის და ბორჯომის ტერიტორიულ-რეკრეაციული კომპლექსის, აგრეთვე, თბილისის საქალაქო აგლომერაციის მიწათმოწყობისა და მიწათსარგებლობის შესახებ. ეწეოდა მთრგმნელობით საქმიანობასაც. მისი თანავტორობით შესრულებულია უმაღლესი სკოლის სამი დამხმარე სახელმძღვანელო და მეთოდური ნაშრომი - "საკურსო შრომების თემატიკა სსრკ ეკონომიკურ გეოგრაფიაში" (1980).

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.179-180

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: