შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე მამაიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნინიგორი, ლაგოდეხის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგია-გეოგრაფიის ფაკულტეტი ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1951 წელს. 1951-1955წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი. 1952 წლიდან მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრაზე; 1971 წლიდან იყო უფროსი მასწავლებელი. კითხულობდა ლექციებს სოციალურ და ეკონომიკურ გეოგრაფიაში. შესრულებული აქვს 45-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომელთგან 17 გამოქვეყნებულია. მისი სამეცნიერო მუშაობა მოიცავდა საქართველოს სახალხო მეურნეობის ეკონომიკურ-გეოგრაფიულ გამოკვლევებს, აგრეთვე ცალკეული რეგიონების შესწავლას. შესრულებული აქვს ნაშრომი კოლხეთის მელიორაციის შესახებ, აჭარის, აფხაზეთის და ბორჯომის ტერიტორიულ-რეკრეაციული კომპლექსის, აგრეთვე, თბილისის საქალაქო აგლომერაციის მიწათმოწყობისა და მიწათსარგებლობის შესახებ. ეწეოდა მთრგმნელობით საქმიანობასაც. მისი თანავტორობით შესრულებულია უმაღლესი სკოლის სამი დამხმარე სახელმძღვანელო და მეთოდური ნაშრომი - "საკურსო შრომების თემატიკა სსრკ ეკონომიკურ გეოგრაფიაში" (1980). წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.179-180 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |