The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არჩილ კეჩხუაშვილი

დაბადების თარიღი:7 სექტემბერი, 1915
გარდაცვ. თარიღი:7 ნოემბერი, 2008  (93 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მექანიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა სა­ქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტი 1938 წელს.

1939-1945წწ. II მსოფლიო ომის მონაწილე; 1969--1989წწ. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ხელმ­ძღვა­ნელობ­და მასალათა ტექნოლოგიისა და მანქანათა რემონტის კა­თედრას; 1989 წლიდან იყო ამავე კა­თედრის პროფესორი; მისი ძირითადი შრომები (მათ შორის 7 მონოგრაფია, 8 სახელმძღვანელო) ეხება სასოფლო-სამეურნეო მანქანათმშენებლობისა და მანქანათა რემონტის სისტემისა და საიმედოობის ძირითად პრობლემებს; მიღებული აქვს სა­ხელმწიფო ჯილდოები. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1969).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 635; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.278

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, საპატიო წევრი (1995-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებაში, აგროსამრეწველო კომპლექსის დარგებისათვის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
  • 1987 - სა­ქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: