The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ კეჩხუაშვილი-ბუჩუკური

ოფიციალური სახელი:თამარ კეჩხუაშვილი
დაბადების თარიღი:22 დეკემბერი, 1913
გარდაცვ. თარიღი:2 თებერვალი, 2013  (99 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა თბილისის სა­ხელმწიფო სამხატვ­რო აკადემია გრაფიკის ფაკულტეტი (პედაგოგები – ლ. გრიგოლია, ი. შარლემანი, ა. ციმაკუ­რიძე, ჰ. ჰრინევსკი) 1938 წელს.

1945 წლიდან მონაწილეობდა სამ­ხატვ­რო გამოფენებში; 1945-1991წწ. პედაგოგიურ მოღვაწე­ობას ეწეოდა მ. თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში; ნამუშევრები: გრაფიკა – "ლაკათხე­ვის მთები", "ნაღვარევის ეკლესია", "ჩარგა­ლი შემოდგომას", "კაიშაურის ვე­ლი", "მთიულეთი", "დიაკათხევი", "არაგვის ხეობა", "თმოგვი" (1945-1995); გობელენი – "მინდვრის ყვავილები", "ვარდები", "ფოთოლცვენა", "ფანტაზია" (1977-1997) და სხვა; გამოფენები: რესპუბლიკური სამხატვრო გამოფენა (1967, თბილისი), თბილისელ მხატვარ ქალთა გამოფენა (1972, მოსკოვი), გობელენის გამოფენა (1988, 1990, თბილისი) და სხვა; მისი ნამუშევრები და­ცუ­ლია სა­ქართველოს კერძო კოლექციებში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მხატ­ვარი-გრაფიკოსი. მუშაობდა გობელენის დარგშიც. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 636

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1966 - სა­ქარ­თველოს დამსახურებული მხატვარი

გააზიარე: